რესტორანი
რესტორანი ლადონინა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზის პირველ სართულზე მდებარეობს.
ლადო და ნინა განუყოფელი სახელებია, დიდმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა და მისმა მეუღლე ნინამ ერთად განვლეს ძალიან საინტერესო ცხოვრება, სავსე როგორც დაბრკოლებებით ისე დიდი წარმატებებით.
ნინა ლადოსთვის ერთდროულად იყო დიდი სიყვარული, მუზა, მფარველი და მეგობარი. ნინა ლადოს იცავდა ყოფითი პრობლემებისგან და მისი ხელოვნების ირგვლივ ქმნიდა საბჭოთა რეალობისთვის სრულიად უცხო განუმეორებელ გარემოს. ლადოს სახელოსნოს აღფრთოვანებაში მოჰყავდა და მოყავს ნებისმიერი მნახველი. სხვადასხვა ფორმით აღტაცება გამოხატეს მეოცე საუკუნის უდიდესი მოღვაწეებმა, როგორებიც არიან ჯონ აბდაიკი, არტურჰეილი,ჯოჰნ პრისტლი, კონსტანტინე გამსახურდია, მსტისლავ რასტროპოვიჩი ,ბორის პასტერნაკი, გალქტიონ ტაბიძე და მრავალი სხვა.
გვეწვიეთ რესტორან ლადონინაში, სადაც თქვენ გელით ლადო გუდიაშვილის შემოქმედებით შექმნილი განსაკუთრებული გარემო და დახვეწილი ქართული სამზარეულო. მენიუ იცვლება სეზონურად, თქვენ დაგხვდებათ როგორც ტრადიციული კერძები, ასევე ნაცნობი კერძების თანამედროვე ვარიაციები.